Thumbnail

ფილიპო ინძაგი ისევ გაუშვეს - სალერნიტანას ახალი მწვრთნელი ჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სალერნიტანამ ფილიპო ინძაგის გათავისუფლება დაადასტურა
  • სერია A-ს აუტსაიდერმა ამ სეზონში მწვრთნელი მეორედ შეცვალა

სიმონე ინძაგისგან განსხვავებით, მისმა ძმამ, ფილიპომ, რომელიც გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იყო, სამწვრთნელო კარიერა ვერა და ვერ ააწყო.

იტალიის ნაკრების ყოფილი გოლეადორი სალერნიტანას მთავარ მწვრთნელად შემოდგომაზე დანიშნეს და ახლა ისევ გათავისუფლებულია. იტალიის სერია A-ს უიმედო აუტსაიდერმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილიპო ინძაგი გათავისუფლებულია. უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც: სალერნიტანა ფაბიო ლივერანიმ ჩაიბარა, რომელიც ასევე იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია.

სალერნიტანას გადარჩენას ფაბიო ლივერანი ეცდება

სალერნიტანა პარასკევს საკუთარ მოედანზე ემპოლისთან 1:3 დამარცხდა და ეს რიგით მე-15 წაგებაა იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში. სალერნოელებს 24 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ კალიარისაც კი 5 ქულით ჩამორჩებიან.

ამ სეზონში სალერნიტანამ უკვე მეორედ შეცვალა მწვრთნელი. ინძაგიმდე გუნდს პორტუგალიელი პაულო სოუზა წვრთნიდა, თავად ფილიპო კი აგვისტომდე მეორელიგელ რეჯინაში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები