Thumbnail
  • ბოლუსპორი 1:1 ქოჯაელისპორი
  • ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა

თურქეთის პირველი ლიგის მორიგ ტურში ქოჯაელისპორი, რომელშიც უკვე სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ბოლუსპორს დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ბერიძე, რომელმაც თავისი გუნდი მე-4 წუთზე დააწინაურა - მან ჯერ 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა, შემდეგ იმავე შეტევაში საჯარიმოს ხაზთან ბურთი მიიღო, შემოტრიალდა და ზუსტი დარტყმით გოლიც გაიტანა. ბოლუსპორმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლო.

სადებიუტო მატჩი გამართა გიორგი ხარაიშვილმაც, რომელიც თურქულ გუნდს ცოტა ხნის წინ ფერენცვაროშიდან შეუერთდა - ის 63-ე წუთზე თამაშში სწორედ ბერიძის ნაცვლად ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ ქოჯაელისპორმა რამდენიმე დღის წინ დინამო თბილისის უკვე ყოფილ კაპიტანთან, დავით სხირტლაძესთან გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ქოჯაელისპორი თურქეთის პირველ ლიგაში მესამე ადგილზე 43 ქულით იმყოფება. ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი სუპერლიგაში გადადის, მესამეადგილოსანი პლეი ოფის ფინალში ითამაშებს.

რაც შეეხება გიორგი ბერიძეს, 26 წლის ფეხბურთელს 27 მატჩში მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები