Thumbnail
  • არსენალმა ვესტ ჰემი 6:0 გაანადგურა
  • ლონდონელები ლივერპულს 2 ქულით ჩამორჩებიან

ლივერპულთან უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ, ლონდონის არსენალმა ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი, ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. ლონდონელებმა ვესტ ჰემი სტუმრად არც მეტი, არც ნაკლები, 6:0 გაანადგურეს და უდიდესი ძახილის ნიშნით, მორიგი სერიოზული განაცხადი გააკეთეს ინგლისის ჩემპიონობაზე.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 4:0 იყო - გოლები უილიამ სალიბამ, ბუკაიო საკამ (პენალტით), გაბრიელმა და ლეანდრო ტროსარმა გაიტანეს. მეორე ნახევარში საკამ დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი დეკლან რაისმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ვესტ ჰემის გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა სტადიონი ნაადრევად, თამაშის დასრულებამდე დატოვა.

24 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილს ლივერპული 54 ქულით ლიდერობს. მანჩესტერ სიტის და არსენალს 52-52 ქულა აქვთ, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები