Thumbnail
  • Mundo Deportivo-სთან 28 წლის კანადელმა კალათბურთელმა ლიონელ მესიზე ისაუბრა
  • ბრუკსის თქმით, ასეთი მოთამაშეების შესაჩერებლად, გუნდელების დახმარება გჭირდება

ჰიუსტონ როკეტსის კანადელი კალათბურთელი, დილონ ბრუკსი თავისი ხასიათით, როგორც NBA-ში ისე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. თამაში დროს გარდა მისი "ცუდი ბიჭის" იმიჯისა, 28 წლის ბრუკსი დარბაზს მიღმაც იქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით კი, სხვადასხვა ინტერვიუებითა და განცხადებებით.

მან ცოტა ხნის წინ ესპანურ Mundo Deportivo-სთან ლიონელ მესიზე ისაუბრა. კანადელი კალათბურთელის აზრით, მას მთელი ცხოვრება ფეხბურთი რომ ეთამაშა, ინტერ მაიამის არგენტინელ ფეხბურთელს აუცილებლად შეაჩერებდა.

"შევაჩერებდი თუ არა მესის ფეხბურთელი რომ ვყოფილიყავი? მთელი ცხოვრება რომ მეთამაშა, სავარაუდოდ, ამას შევძლებდი. საბოლოო ჯამში კი, მესის და ანტეტოკუნმპოს მსგავსი განსაკუთრებული მოთამაშეების შესაჩერებლად თანაგუნდელების დახმარება გჭირდება, მათ წინააღმდეგ დაცვაში სათამაშოდ გუნდი უნდა გამოიყენო", - აღნიშნა ბრუკსმა.

ამასობაში კი, მესი MLS-ის ახალი სეზონისთვის ემზადება. 16 თებერვალს მისი ინტერ მაიამი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ნიუელს ოლდ ბოისთან გამართავს, შემდეგ კი 22 თებერვალს რეგულარული სეზონი დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები