Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 94:67 სკაფატი
  • თორნიკე სასტარტოში იყო და 25 წუთი ითამაშა

იტალიის სერია A-ში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სახლში სკაფატის უმასპინძლა და დიდი სხვაობით 94:67 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, რა თქმა უნდა, ლუკა ბანკის გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და საერთო ჯამში, 25 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულის, 4 მოხსნისა, 7 პასის, 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

8 ქულასთან ერთად შენგელიას 4 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა

ვირტუს ბოლონია მეტოქეს პირველივე მეოთხედში 10 ქულით გაექცა. დიდ შესვენებამდე სკაფატიმ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო პერიოდის დაწყებამდე შენგელიას გუნდი 16 ქულით გავიდა წინ და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მეოთხე მეოთხედში კი ვირტუსმა გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა.

20 შეხვედრაში ვირტუსს 15 მოგება და 5 მარცხი აქვს და ამ შედეგით ცხრილის სათავეში ბრეშასთან ერთად იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი თასზე 15 თებერვალს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები