Thumbnail
  • ნიკა მეცხვარიშვილმა ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 20 და მეტი ქულა ჩააგდო
  • ალექს მერკვილაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

არკანზას სტეიტთან 20 ქულა, კოსტალ კაროლინასთან კარიერის რეკორდი 28 ქულა და ახლა, ისტერნ მიჩიგანთან 82:76 მოგებულ მატჩში კვლავ 20 ქულა - 24 წლის ნიკა მეცხვარიშვილი კოლეჯთა ლიგაში შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო ხუთ თამაშში ნიკამ 20 და მეტი ქულა 4-ჯერ (!) ჩააგდო (ერთხელ 10 ქულა მოუტანა გუნდს). 

მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონროს სეზონში 9-14 ბალანსი აქვს, ხოლო კონფერენციაში - 4-8. ხუთშაბათს, 15 თებერვალს ლუიზიანა სან ბელტის კონფერენციის ეგიდით საუზერნ მისისიპის ხვდება. 

ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტი პეპერდაინთან დამარცხდა - 63:72. მარცხის მიუხედავად, ქართველი ფორვარდი შესანიშნავი იყო - 17 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი. ლოიოლას 10-14 (3-7) ბალანსი აქვს და 15 თებერვალს გონზაგას ხვდება. 

ვლად სალარიძის რივერსაიდმა ირვაინი 88:78 დაამარცხა. ქართველმა მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, თუმცა 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. რივერსაიდის ბალანსი 10-15-ზეა (5-8) და 15-ში კალ სტეიტ ფულერტონს ბიგ ვესტის კონფერენციის ეგიდით ხვდება. 

6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა ქალთა კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზურის აიონამ, რომელმაც სტუმრად მარისტს 62:53 მოუგო. ოთხმეზურმა 26 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 2-2 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. აიონას 8-14 (3-10) ბალანსი აქვს. 15 თებერვალს მეტოქე რაიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები