Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი 24-ე ტურში მილანს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ვალტერ მაძარიმ თავისი გუნდი პირველ ტაიმში ახალი ტაქტიკით ათამაშა და  ქართველი ფეხბურთელი თავდამსხმელის უკან დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში "პარტენოპეი" 4-მცველიან სქემას დაუბრუნდა, ხვიჩა კვლავ ცენტრიდან უტევდა.

იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას მილანთან თამაში შეაფასა და რამდენიმე გამოცემამ ახალ პოზიციასაც გაუსვა ხაზი. 

tuttonapoli - 6.5: ატყუებს გაბიას და მე-10 წუთზე დიდებულ პასს აძლევს სიმეონეს. სისტემატურად სცდება მცველებს, მაგრამ სიცარიელეში იკარგება.

calcionapoli1926 - 6: ყველანაირად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ დღეს მისი საღამო არ იყო. რა თქმა უნდა, მილანის დაცვისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ის გუნდის მხრებით ტარებას ცდილობდა, მაგრამ მისი თანაგუნდელები არ ჩანდნენ.

calciomercato - 6: მან ახალ, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო თამაში და მეტოქეებისათვის უფრო არაპროგნოზირებადი იყო. ნაპოლი ცდილობდა მას მოსჭიდებოდა. მას ბევრი დრიბლინგი ჰქონდა და სახიფათო მომემტებიც შექმნა, მაგრამ სრულიად მარტო იყო. მან მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და შემდეგ გადაიღალა.

calcio.oasport - 6.5: მარცხნივ გადადიოდა და შეტევაში ნაპოლის ერთადერთი ვარიანტი იყო. სამმაგი და ოთხმაგი დაცვის წინააღმდეგ, მაინც ახერხებდა ბურთით უპირატესობის შექმნას.

ნაპოლი 35 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მე-4 პოზიციამდე 7 ქულა აშორებს. მომდევნო მატჩს იტალიის მოქმედი ჩემპიონები 17 თებერვალს სახლში ჯენოასთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები