Thumbnail
  • ნიგერია 1:2 კოტ დ'იუვარი
  • კოტ დ'იუვარის ნაკრებმა აფრიკის თასი მესამედ მოიგო

აფრიკის თასი მასპინძელი კოტ დ'იუვარის ტრიუმფით დასრულდა. კოტ დ'იუვარელებმა ფინალურ დაპირისპირებაში ნიგერიას 2:1 სძლიეს და აფრიკის თასს მეოთხედ დაეუფლნენ.

ნიგერია 38-ე წუთზე ტროოსტ-ეკონგის გოლით დაწინაურდა. ბერძნული პაოკ-ის ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. კოტ დ'იუვარელებმა ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრეს, ფრანკ კესიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

გამარჯვების გოლი სებასტიან ალემ გაიტანა, რომელმაც ლამაზი დარტყმით შეძლო ნიგერიელთა კარის აღება და კოტ დ'იუვარს მესამედ მოაგებინა აფრიკის თასი.

მიუხედავად იმისა, რომ კოტ დ'იუვარს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაინც რთულად წარმოსადგენი იყო მათი გაჩემპიონება. კოტ დ'იუვარმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა და ნაკრები დროებით მწვრთნელს ჩააბარეს. ემერსე ფაესთან ერთად კოტ დ'იუვარმა ჯერ მოქმედი ჩემპიონი სენეგალი გააგდო, რის შემდეგაც მალისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებებს აჯობა და ფინალში ნიგერიასაც მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები