Thumbnail

მილანთან მარცხის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა.

სხვადასხვა თემასთან ერთად, იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ყოველთვის 3 ან 4 მცველი თამაშობს. მაძარის აზრით, ქართველ ფეხბურთელზე ხშირად უხეშად თამაშობენ და ამას მსაჯებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ის ცდილობს სხვადასხვა სივრცის პოვნას, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს, სამი მცველი ელოდება. ზოგჯერ, მის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ და ამის გამო ფეხბურთელები უნდა დაისაჯონ. როცა ხედავს, რომ გამოკეტილი ჰყავთ, შეუძლია ცენტრის პოზიციაზე გადავიდეს, მაგრამ მას თავის გასათავისუფლებლად დახმარება თანაგუნდელებისგანაც სჭირდება. კვარასგან ყოველვთის იმას არ უნდა მოელოდე, რომ 3 და 4 მცველს გასცდება", - ისაუბრა მაძარიმ.

ნაპოლის მწვრთნელმა ხვიჩას ახალ პოზიციაზეც ილაპარაკა და თავისი გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა: "ამ პოზიციაზე ის გასულ კვირასაც დავაყენე და ეროვნულ ნაკრებშიც ასე თამაშობს ხოლმე, ის კარგი იყო."

ნაპოლი 35 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მე-4 პოზიციამდე 7 ქულა აშორებს. მომდევნო მატჩს იტალიის მოქმედი ჩემპიონები 17 თებერვალს სახლში ჯენოასთან გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები