Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ახალ პოზიციაზეც ვნახეთ: ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ მილანთან 3-5-1-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელშიც კვარა ცენტრფორვარდის, ჯოვანი სიმეონეს უკან მოქმედებდა. ესპანური მედია წერს, რომ ამ სეზონის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გარდაუვალია. ორლანდო მეჯიქის მწვრთნელმა გოგა ბითაძის შესახებ ვრცლად ისაუბრა. გასული უიკენდის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში:


კვარა | ახალი პოზიცია და მარცხი მილანში

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი 24-ე ტურში მილანს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ვალტერ მაძარიმ თავისი გუნდი პირველ ტაიმში ახალი ტაქტიკით ათამაშა და  ქართველი ფეხბურთელი თავდამსხმელის უკან დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში "პარტენოპეი" 4-მცველიან სქემას დაუბრუნდა, ხვიჩა კვლავ ცენტრიდან უტევდა. იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას მილანთან თამაში შეაფასა და რამდენიმე გამოცემამ ახალ პოზიციასაც გაუსვა ხაზი. 

📋 | როგორ შეაფასეს კვარას თამაში იტალიაში და რა თქვა მაძარიმ, ნახეთ აქ.

მამარდა | ზაფხულში ტრანსფერი გარდაუვალია?

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში მორიგ ძალიან კარგ სეზონს ატარებს და როგორც სხვადასხვა გამოცემა აღნიშნავს, მისი შეძენა მსოფლიოს არაერთ გრანდს სურს. ესპანური გამოცემა GOL digital წერს, რომ ვალენსიამ უკვე არაერთი შეთავაზება მიიღო და ზაფხულში მამარდაშვილი "მესტალიას" აუცილებლად დატოვებს. 

📋 | რას წერენ ესპანეთში მამარდაშვილზე და როგორ ითამაშა გასულ უიკენდზე, ნახეთ აქ.

რაგბი | კვესელაძის დუბლი და ტაბუცაძის 31-ე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილმა "ბორჯღალოსნებმა", გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებსაც მოუგეს და ჯგუფს ლიდერობენ.

📋 | მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.

NBA | ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე ისაუბრა

ვენდელ კარტერის დაბრუნების შემდეგ, გოგა ბითაძეს ორლანდო მეჯიქში მცირე სათამაშო დროს აძლევდნენ, ჯამალ მოსლიმ კი ის ჩიკაგო ბულსთან ურთულეს შეხვედრაში 14 წუთი ათამაშა და ქართველ კალათბურთელს ფლორიდელების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. გოგამ ამ დროში 5 ქულა (2/2), 2 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა. ორლანდოს მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბითაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 წლის ცენტრი გეგმის მიხედვით მოქმედებდა და მის დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა.

📋 | რა თქვა მოსლიმ ბითაძის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

სუპერბოული | მაჰოუმსმა და ჩიფსმა ტიტული შეინარჩუნეს

ვინც ამ თამაშის გამო გაათენა, ნამდვილად არ ინანებდა! კანზას სიტი ჩიფსმა თავისი სუპერვარსკვლავი კვოტერბეკით, პატრიკ მაჰოუმსით, სან ფრანცისკო 49ers-ს თამაში შეუტრიალა და საბოლოოდ, ოვერტაიმში დრამატული გამარჯვება იზეიმა - 25:22. NFL-ის სეზონის ფინალი ძალიან ჰოლივუდური გამოვიდა: პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი VIP-ლოჟაში ცეკვავდა, ქვემოთ კი, ლას ვეგასის “Allegiant სთედიუმზე”, კანზას სიტის მოთამაშეები ისე ემოციურად ზეიმობდნენ, როგორც სუპერბოულს ეკადრება - ეს იყო სპორტის, გლამურისა და ამერიკული პოპ-კულტურის სრულყოფილი ნაზავი, დიდი შოუ. 

📋 | სუპერბოულის მიმოხილვა და მთავარი ამბები ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები