Thumbnail

ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპირველობას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს
  • წლევანდელ ტურნირზე 12 ქართველ ძალოსანს ვიხილავთ

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც ხვალიდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში ჩაებმება.

კაცთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ევროპირველობაზე 10 ძალოსანი იახლა, ქალთა გუნდის თავკაცის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით კი, ფიცარნაგზე 2 ქართველი სპორტსმენი გავა.

13 თებერვალს საქმეში რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე და შოთა მიშველიძე ჩაებმებიან, ქართველი ძალოსნების სრული განრიგი კი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):

13 თებერვალი, 16:00: რამინ შამილიშვილი/გოდერძი ბერდელიძე (55 კგ.)
13 თებერვალი, 22:00: შოთა მიშველიძე (61 კგ.)  
14 თებერვალი, 22:00: გოგა ჩხეიძე (67 კგ.)
15 თებერვალი, 14:00: არჩილ მალაყმაძე (73 კგ.)
18 თებერვალი, 22:00: ზურაბ მსხალაძე (96 კგ.)
19 თებერვალი, 16:00: ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
19 თებერვალი, 19:00: ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
19 თებერვალი, 22:00: მარიამ მურღვლიანი (87 კგ.)
20 თებერვალი, 15:00: ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
20 თებერვალი, 18:00: ლაშა ტალახაძე/ბაქარ თურმანიძე +109 კგ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა, ქართველი ძალოსნების მონაგარი კი 2 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი იყო.

ჩემპიონები შოთა მიშველიძე და ლაშა ტალახაძე (მას ევროპული ოქრო ზედიზედ 7-ჯერ აქვს დასაკუთრებული) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი რამინ შამილიშვილმა, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემა და ანასტასია გოტფრიდმა მოიპოვეს.

🏋️‍♂️🇬🇪 Ready for Sofia, Team Georgia is stepping into the 2024 EWF European Championships with focus and a relentless...

Posted by European Weightlifting Federation on Sunday, February 11, 2024

კომენტარები

ბოლო ამბები