Thumbnail
  • სევანი 86:93 (ოტ.) ბერი
  • ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა ჩააგდო

ლუკა ავალიანის სევანი ტაიგერსმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში ბერისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ, ოვერტაიმში 86:93 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელი კი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო.

ავალიანმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და 16 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა (სეზონის პირადი რეკორდი) მიითვალა.

ლუკამ 8-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

სევანის 11 მოგება და 13 მარცხი (კონფერენციაში 7-6) მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 14 თებერვალს სენტრეს კოლეჯთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები