Thumbnail
  • გრანადასთან მატჩის შემდეგ ჩავიმ პრესკონფერენცია გამართა
  • ბარსას მწვრთნელის აზრით, ლა ლიგის მოგება შეუძლებელი არაა

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში ბარსელონამ სახლში გრანადასთან ფრე 3:3 ითამაშა. ჩავის გუნდი მარცხისგან მე-80 წუთზე 16 წლის იამალმა იხსნა.

შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდი გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შეცდომებს ისეთ მომენტებში უშვებენ, როცა თამაშს აკონტროლებენ და ეს ყველაფერი საბოლოო შედეგზეც მოქმედებს.

"მომენტები გვქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგვეძლო 2:0 გაგვეხადა. ეს ყველაფერს შეცვლიდა. შემდეგ კი, ბევრი შეცდომა დავუშვით. ამ სეზონში სწორედ ამან დაგვღუპა. ამ თამაშამდე ლა ლიგის მოგება რთული იყო, ახლა კი, უფრო გართულდა, მაგრამ შეუძლებელი არაა.

ჩვენ უბრალოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. იგივე იყო ვილიარეალთან შეხვედრაშიც, შეცდომებს ვუშვებდით მაშინ, როცა თამაშს ვაკონტროლებდით. შეუძლებელია კონკურენციის გაწევა, თუ სახლში 3 გოლს გაუშვებ. ჩვენი შეცდომები ისეთი სიტუაციებიდან მოდის, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობთ", - აღნიშნა ჩავიმ.

ბარსელონა ლა ლიგის ცხრილში მე-3 ადგილს 51 ქულით იკავებს და პირველადგილოსან რეალს 10 ქულით ჩამორჩება. მეორე ადგილზე ჟირონაა 56 ქულით. ჩავის გუნდი შემდეგ ტურში 17 თებერვალს სელტას ესტუმრება, შემდეგ კი, ნაპოლისთან "მარადონაზე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები