Thumbnail

ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა, სილაგიმ ჩამორჩენა შეამცირა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

30 წლის სანდრო ბაზაძემ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა კი, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არონ სილაგიმ მასთან ჩამორჩენის შემცირება მოახერხა.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) კლასიფიკაცია თბილისის მსოფლიო თასის შემდეგ განაახლა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში გასულ უქმეებზე ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ მშობლიურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, უნგრელი სილაგი კი კვარცხკლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და სოლიდური სარეიტინგო ქულებიც მიიღო.

ახლა, ბაზაძე 260 ქულით ლიდერობს, სილაგის აქტივში 194 ქულაა, მე-3 პოზიციაზე კი ეგვიპტელი ზიად ელსისია (158 ქულა). ირანელმა ალი პაკდამანი, ვისთანაც ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასის ნახევარფინალში წააგო, 153 ქულით მეხუთეა, მეოთხეზე კი სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი (155) იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები