Thumbnail
  • ჩემპიონშიფის გუნდი ხორვატ მწვრთნელს სეზონში 2 მილიონ ევროს სთავაზობს
  • ივან იურიჩმა განაცხადა, რომ კონტრაქტს ერთ შემთხვევაში გაახანგრძლივებს

ტორინოს მთავარ მწვრთნელს, ივან იურიჩს მიმდინარე სეზონის ბოლოს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. როგორც 48 წლის სპეციალისტმა გასულ კვირას აღნიშნა, ის ტურინულ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ კლუბს რომელიმე ევროპულ ტურნირზე გაიყვანს.

იტალიური Tuttosport იუწყება, რომ ხორვატ მწვრთნელს ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდმა, ვესტ ბრომვიჩმა წინადადებით მიმართა და ხელფასის სახით სეზონში 2 მილიონი ევრო შესთავაზა. როგორც გამოცემა წერს, იურიჩს ადრე სხვა ინგლისური კლუბიც ეპატიჟებოდა - საუბარია ნოტინგემ ფორესტზე, რომელიც სტივ კუპერის შემცვლელს ეძებდა.

ვესტ ბრომვიჩი ინგლისის ჩემპიონშიფში ამ ეტაპზე 30 შეხვედრაში 49 ქულით პლეი ოფის ზონაშია და მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა, 26 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან ლესტერს.

რაც შეეხება ტორინოს, საბა საზონოვის გუნდი სერია A-ში მე-10 ადგილზეა. იტალიურ პრესაში იურიჩის მოულოდნელი განცხადების შემდეგ ტურინულ გუნდს უკვე არაერთ მწვრთნელს უკავშირებენ, რომელთა შორის არიან ჯენარო გატუზო (მარსელი), პაოლო ვანოლი (ვენეცია) და რაფაელე პალადინო (მონცა). 

კომენტარები

ბოლო ამბები