Thumbnail

სარასენსთან ნინიაშვილის ლელო თვის საუკეთესოდ დაასახელეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დავით ნინიაშვილმა ბურთი ჩაჭრა და მთელი მოედანი გაირბინა
  • ლიონი ჩემპიონთა თასის მერვედფინალში აფრიკელებს შეხვდება

ლიონის ქართველი ლეგიონერის დავით ნინიაშვილის მიერ ინგლისურ სარასენსთან დადებული ლელო ფრანგული კლუბის ქომაგების მიერ იანვრის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ლიონი ჩემპიონთა თასზე ინგლისელებს 21 იანვარს სტუმრად გაეჯიბრა და 24:39 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი თამაშის მე-15 წუთზე ბურთი საკუთარ 22-ში ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ბურთის დამიწება მოახერხა.

ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა თასის A ჯგუფში 12 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და მერვედინალში გავიდა, სადაც 6 აპრილს სამხრეთაფრიკულ ბულსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები