Thumbnail

ოთხ გუნდს კლუბების 18-მდე შემცირება სურდა, სერია A-ში ისევ 20 გუნდი ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი, იუვენტუსი, რომა და ინტერი სერია A-ში კლუბების 18-მდე შემცირებას მხარს უჭერდნენ
  • სერია A-ში ისევ 20 კლუბი ითამაშებს, თექვსმეტმა გუნდი დიდი ოთხეულის წინააღდეგ

იტალიის ჩემპიონატში კლუბების რაოდენობა ისევ 20-მდე განისაზღვრა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში გუნდებმა ხმა დაუჭირეს 20 და 18-გუნდიან ჩემპიონატებს. 18 გუნდამდე კლუბების შემცირება მხოლოდ ოთხ კლუბს სურდა: მილანს, იუვენტუსს, რომასა და ინტერს, თუმცა მათ წინააღმდეგ 16 გუნდი წავიდა.

თექვსმეტმა კლუბმა მოისურვა, რომ სერია A ისევ 20-გუნდიანი ყოფილიყო. იტალიის ჩემპიონატის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემუშავდა ახალი დოკუმენტი, რომელიც იტალიურ ფეხბურთში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს და სერია A-ში შენარჩუნდა 20-გუნდიანი ფორმატი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ბოლოს 18 გუნდი 2003-2004 წლების სეზონში თამაშობდა, რის შემდეგაც კლუბების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები