Thumbnail

ცვლილებები ესპანეთის წინ - საქართველოს ნაკრებს ორი მორაგბე დაემატა

ლუკა გელაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა გელაშვილი
  • ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგებლობას ესპანეთთან მატჩამდე 2 მორაგბე დაემატა
  • 17 თებერვალს კოკერილის გუნდი ესპანეთს ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებს 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას ოთარ გიორგაძე და იოანე იაშაღაშვილი დაამატა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ გიორგაძე  საფრანგეთის პრო D2-ის წევრ მონტობანში თამაშობს. იოანე იაშაღაშვილი კი ვალანს რომანსის წევრია და ფრანგულმა სარაგბო კლუბმა ის იანვრის თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

ბორჯღალოსნები 17 თებერვალს, 16:00 საათზე, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

კოკერილის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოგებებით გახსნა და ესპანეთთან მატჩამდე 9 ქულა დააგროვა. პირველ შეხვედრაში სტუმრად გერმანიის ნაკრები დაამარცხა (17:28) მეორე ტურის მატჩში კი ნიდერლანდების ნაკრებთან იმარჯვა (31:10).

საქართველოს რაგბის კავშირმა დღეს კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა: ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები