Thumbnail

ბაქოს გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრებს ერთი ძიუდოისტი გამოაკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აზერბაიჯანული ტურნირი 16-18 თებერვალს ჩატარდება
  • წინასწარ განაცხადში 20 ქართველი ძიუდოისტი დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც 16-18 თებერვალს ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე უნდა გამოვიდეს, ერთი ძიუდოისტი გამოაკლდა.

განახლებული სიის თანახმად, აზერბაიჯანის დედაქალაქში აღარ გამოვა საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), რომელმაც იანვარში პორტუგალიურ ოდიველასში გამართულ გრან პრიზე ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და ამის წყალობით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში, მის წონაში 64-ე ადგილამდე აღზევდა.

ამ დროისთვის, ჰეიდარ ალიევის სახელობის ტურნირზე 64 ქვეყნის წარმომადგენელი 413 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთა შორის 20 ქართველი რჩება. კაცთა შორის თითოეულ წონაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება, ქალებში კი 6 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე

კაცები: ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი (73 კგ.), კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი (ორივე – მძიმე).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ.), რეგინა უთნელიშვილი (63 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ნაკრები ბაქოში 17 ძიუდოისტით (14 კაცი+3 ქალი) იყო ჩასული, რომელთა მონაგარი 3 მედალი იყო: ილია სულამანიძე (100 კგ.) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები