Thumbnail
  • ტორინოს მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში არჩევანი ისევ გასაკეთებელი აქვს
  • ლოვატომ, რომელმაც სასუოლოსთან სასტარტოში ითამაშა, დამაჯერებელი არ იყო  

საბა საზონოვმა სერია A-ს ბოლო ტურში სულ 8 წუთი ითამაშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა, წინა მატჩისგან (სალერნიტანასთან 0:0) განსხვავებით, 22 წლის ქართველი მცველი სასუოლოსთან (1:1) სასტარტოში აღარ დააყანა და მას ახალწვეული მატეო ლოვატო ამჯობინა. 

 ტორინოს გულშემატკივართა საიტი Toro.it გუნდის დაცვის ხაზში არსებულ კონკურენციაზე წერს და აღნიშნავს, რომ თუ საზონოვი სალერნიტანასთან შეხვედრაში არ იყო მაინც და მაინც დამაჯერებლი, არც ლოვატო ბრყინავდა სასუოლოსთან და მომავალი მატჩისთვის ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანი კვლავაც გასაკეთებელია.

საბამ სასტარტშო შანსი ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ მიიღო

"ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ ისე ჩანდა, რომ საბა საზონოვის დრო მოვიდა. გარკვეულწილად, ასეც იყო, თუ გავითვალისწინებთ მის დებიუტს სასტარტო შემადგენლობაში სალერნიტასთან. მაგრამ ქართველი არ იყო დამაჯერებლი. სერია A-ში რამდენიმეთვიანი აკლიმატიზაციის შემდეგ, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. შედეგად, ივან იურიჩმაც მისი ისევ  სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, უპირატესობა კი ახალწვეულ ლოვატოს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ თავისი საუკეთესო თამაში ვერც ამ უკანასკნელმა აჩვენა.

მატეო ლოვატო ტორინოს ზამთარში შეუერთდა

სანამ ალესანდრო ბონჯორნო მხრის ტრავმას არ მოირჩენს, იურიჩს ისევ ექნება საფიქრალი, ვინ ათამაშოს უახლოეს მატჩებში დაცვის ცენტრში. სალერნიტანასთან საზონოვმა გაუცრუა იმედი, სასუოლოსთან - ლოვატომ. ამ უკანასკნელმა ჯერ პინამონტის ვერ შეუშალა ხელი გატანაში, შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და მოგვიანებით "წითელის" მიღებასაც რისკავდა, მაგრამ მსაჯმა დაინდო. მოკლედ, ორივე არადამაჯერებელი იყო - ერთი სალერინტასთან, მეორე სასუოლოსთან.

ეჭვგარეშეა, მათ კიდევ უფრო მონდომებით შრომა მოუწევთ, რათა იურიჩმა ისეთი ალტერნატიული გადაწყვეტილება არ მიიღოს, როგორიც, მაგალთად, ცენტრალურ მცველად ტამეზეს დაყენებაა. დრო მათზე არ მუშაობს, დაცვის ხაზში არსებული დანაკლისისა და ევროსაგზურისთვის ბრძოლის ტემპის გათვალისწინებით. გარდამტეხი მომენტი უკვე უახლოეს მატჩში, ლეჩესთან უნდა დადგეს, რომელშიც საზონოვიც და ლევატოც კვლავაც სამკაციანი დაცვის ცენტრში, სასტარტოში მოხვედრისთვის კონკურენტები იქნებიან", - წერს ტურინული საიტი.

ტორინომ სერია A-ში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 33 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. ივან იურიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ ლეჩესთან 16 თებერვალს გამართავს. 

საბა საზონოვი ტორინოში მოსკოვის დინამოდან სეზონის წინ გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩს ითვლის, ტურინული გუნდის მაისურით იტალიის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

კომენტარები

ბოლო ამბები