Thumbnail

მოგება მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან - კალაშნიკოვა მერვედფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/ფერნანდესი 6:4, 3:6, 13:11 ერანი/პაოლინი
  • ქართველ ჩოგბურთელსა და მის მეწყვილეს პირველი განთესვის მქონე დუეტი ელით

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 3 211 715 დოლარი) ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.

საინტერესოა, რომ კალაშნიკოვას მეწყვილე 2021 წლის აშშ-ს ღია პირველობისა (ერთეულებში) და 2023 წლის საფრანგეთის ღია პირველობის (წყვილებში) ფინალისტი ლეილა ფერნანდესია.

ქართულ-კანადურმა დუეტმა ძალები იტალიელებთან სარა ერანისთანა და იასმინ პაოლინისთან მოსინჯა და დრამატულ შეხვედრაში 6:4, 3:6, 13:11 იმარჯვა. ოქსანა და ლეილა სუპერ ტაი-ბრეიკზე 9:10 ჩამორჩნენ, თუმცა, მატჩ-პოინტი გადაარჩინეს და საბოლოოდ, წარმატებასაც მიაღწიეს.

ხსენებული ერანის საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და 2012 წელს წყვილთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ერთეულთა შორის კი, 2013 წელს რეიტინგის მე-5 საფეხურზე გახლდათ. ახლა, სარა 36 წლისაა და ცხადია, ძველებურ შედეგებთან ძალიან შორს იმყოფება.

ამგვარად, კალაშნიკოვა და ფერნანდესი Qatar TotalEnergies Open 2024-ის მერვედფინალში გავიდნენ და მორიგი რთული გამოცდა ელით, რადგანაც პირველი განთესვის მქონე ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესა და ბელგიელ ელიც მერტენსს ეთამაშებიან. ეს თამაში დღეს ღამით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები