Thumbnail
  • იტალიელების ცნობით, ქართველი მცველი მალე ვარჯიშს განაახლებს
  • ივა გელაშვილს 20 იანვრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია

სპეციას ქართველი მცველის, ივა გელაშვილის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თამაშიც შეძლოს.

როგორც იტალიური გამოცემა Spezia 1906 წერს, 22 წლის ცენტრალური მცველი ამ დღეებში გუნდს დაუბრუნდება და ვარჯიშებს განაახლებს. გელაშვილმა ტრავმა 20 იანვარს კრემონეზესთან შეხვედრაში მიიღო, როცა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე ვეღარ გავიდა.

გელაშვილმა მიმდინარე სეზონში სპეციას შემადგენლობაში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. მან 7-ჯერ იტალიის სერია B-ს მატჩში ითამაშა, ერთხელ კი იტალიის თასზე.

სპეცია მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება., რადგან 24 ტურის შემდეგ მხოლოდ 22 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება. 22-22 ქულა აქვთ ასევე ტერნანას და ასკოლისაც, რომლებიც პლეი აუტის ზონაში არიან, მე-15 ადგილთან კი სპეციას 5 ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები