Thumbnail
  • პორტუგალიელ ვარსკვლავს იუვენტუსში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს 
  • სავარაუდოდ, იუვენტუსს რეალის მცველი 50 მილიონ ევრომდე დაუჯდება

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს შესაძლოა ახლო მომავალში მისი ყოფილი თანაგუნდელი - მადრიდის რეალის მცველი მარსელო შეუერთდეს.

როგორც Don Balon იუწყება, კრიშტიანომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ 30 წლის ბრაზილიელი მომავალი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეიძინოს. რონალდო დარწმუნებულია, რომ რეალი დათანხმდება მარსელოს 50 მილიონ ევროდ გაყიდვას. 
 
Tuttosport კი წერს, რომ მარსელოს ტრანსფერზე იუვენტუსში ამ ზაფხულსვე იყო მსჯელობა, მაგრამ საბოლოოდ ტურინელები ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევას მოერიდნენ. მით უმეტეს, პსჟ-ისა და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესის მიუხედავად, გუნდში დარჩა ალექს სანდრო. წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონი" მარსელოს ხელში ჩაგდებას მომავალ ზაფხულს შეეცდება.

მთავარი პრობლემა ამ გარიგებაში შესაძლოა მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღმოჩნდეს, რომელსაც აღარ სურს ვარსკვლავური ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება. 

პერესს, რომელიც დარწმუნებულია, რომ მცველი მალე ჩადგება თავის საუკეთესო ფორმაში, პოზიცია დაფიქსირებული აქვს - მარსელო არ იყიდება! შესაბამისად, ბრაზილიელის ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა - 2022 წლამდე გაფორმებულ მის კონტრაქტში ჩადებული პირგასამტეხლო პუნქტის ამოქმედება უნდა იყოს, რაც ფეხბურთელში 200 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობს.

ლა ლიგის მეორე ტურში, ჟირონასთან გასვლით მატჩში რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ მარსელო მე-60 წუთზე შეცვალა. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა ამ ფაქტით გაკვირვება გამოხატა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები