Thumbnail

'ჩვენ აქ ვმუშაობთ'. უნაი ემერიმ პრესკონფერენციაზე უცხო ტელეფონის ზარს უპასუხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არსენალის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე სახალისო ფაქტი მოხდა
  • ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია შეწყვიტა და უცნობის ზარს უპასუხა 

ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის ტელეფონმა დარეკა, რომელიც სპეციალისტის მაგიდაზე დიქტოფონის ფუნქციას ასრულებდა. ესპანელი არ დაიბნა და ზარს უპასუხა.

ემერი მისთვის უცნობ ადამიანს (ვინმე ჯონ სპენსერს) მიესალმა, აცნობა თავისი ვინაობა და უთხრა, რომ დაკავებულები არიან. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ვერ იცნო ემერი და გათიშა.

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში არსენალი სტუმრად კარდიფ სიტის ეთამაშება. შეხვედრე 2 სექტემბერს ჩატარდება.

ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მეთოფეებმა საწყის სამ მატჩში სამი ქულის მოპოვება მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები