Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6 სექტემბერი: ყაზახთი v საქართველო
  • 9 სექტემბერი: საქართველო v ლატვია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყო. შეკრების პირველ დღეს, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა გუნდმა 19-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა.

ფოტოები: სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა),  გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია),  გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

რამდენიმე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 4 სექტემბრიდან ჩაერთვება: ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე. გუნდს სამშაბათს შეუერთდება ჯაბა ჯიღაური, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრა ორშაბათს გამართა.

ლევან მჭედლიძე გუნდთან ერთადაა

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები