- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთს დაუპირისპირდება
- ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეზე 12 მილიონი ევროთი მეტი ღირს
6 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ასტანაში ყაზახეთის ნაკრებთან ითამაშებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მზადება 3 სექტემბერს დაიწყო. იმავე დღეს მატჩისთვის შეიკრიბა ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიც.
- ვლადიმირ ვაისი: საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფის მოგებაა
- საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
- 'ვაისი საქართველოსთვის მიღწევაა' - ყაზახეთის ნაკრების თავკაცის პრობლემა
თანაბარი ბალანსი ყაზახეთთან

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების ეს დაპირისპირება ეროვნული გუნდების დონეზე მეხუთე იქნება. აქამდე სრული თანაფარდობაა - თითო მოგება და 2 ფრე, თუმცა საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ მოგება და ფრე ოფიციალურ მატჩებშია მიღწეული.
ურთიერთშეხვედრების ისტორია 2005 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 2:1 მოიგო 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში. თბილისში მატჩი 0:0 დასრულდა. შემდეგ იყო ამხანაგური მატჩი ასტანაში 2013 წელს, რომელიც ყაზახეთმა 1:0 მოიგო. 2016 წლის სპარინგი კი საქართველოში 1:1 დასრულდა.
ის მსაჯი...
უეფამ უკვე დანიშნა ამ მატჩის მსაჯთა ბრიგადა, რომელიც თურქულია. მთავარ მსაჯ ჰალილ მელერს მუსტაფა ეისოი და ჯევდეთ ქერიმჯიუგლუ დაეხმარებიან. ამ მსაჯმა ბოლოს 2 აგვისტოს იმსაჯა ქართული კლუბის შეხვედრა, მარიბორმა ჩიხურას 2:0 მოუგო და მსაჯმა ორი ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა. მას ნამდვილად არ უმსაჯია მიკერძოებულად, ერთხელ კი ჩიხურას კარში გოლიც გააუქმა, მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა.
12 მილიონით მეტი
Transfermarkt-ის მიხედვით საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის გამოძახებული ყაზახეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 20.5 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირები არიან: მცველი დმიტრი შომკო (ასტანა), რომელიც 2.5 მილიონი ღირს, ნახევარმცველი ბაუირჟან ისლამხანი (ქაირათი), ვისი ფასიც 1.8 მილიონი ევროა და ისლამბეკ კუატი, ქაირათის ეს ნახევარმცველი 1.5 მილიონი ღირს.
ვაისის კრებული უფრო ძვირია - 32.8 მილიონი ევრო. ყველაზე ძვირფასი კი მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვერკველიაა - 8 მილიონი ევრო. 3 მილიონი ღირს გენტის ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. 2.5-2.5 მილიონი კი სან ხოსეს ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი და დონეცკის შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა ღირს.
ერთა ლიგას ჩვენ და ყაზახები ვხსნით

ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთში 5 სექტემბერს გაფრინდება. თბილისის დროით 17:30-ზე ვაისი ასტანაში პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო ნაკრები "ასტანა არენის" ხელოვნურსაფარიან მინდორზე სავარჯიშოდ 18:00-ზე გავა. ბილეთების გაყიდვა ამ თამაშისთვის ასტანაში დღეს დაიწყო. ბილეთები 500-1 000 ტენგე ღირს, რაც დაახლოებით 3.5-7 ლარია. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი-საქართველოს მატჩი ხსნის უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებას. ასე რომ, ეს ორი ნაკრები ისტორიაში უკვე მოხვდა.
კომენტარები