Thumbnail

ვლადიმირ ვაისი: საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფის მოგებაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს
  • ეროვნული გუნდი ჯგუფის უმთავრეს კონკურენტს, ყაზახეთის ნაკრებს ხვდება
  • გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. 6 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთს ესტუმრება, ხოლო 9 სექტემბერს ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ერთა ლიგა დამატებითი შანსია საქართველოს ნაკრებისთვის, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

ვაისი: ყველაზე უკეთ ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ!

ყაზახეთში გაფრენამდე, საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ემზადება. მორიგი ვარჯიშის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ვლადიმირ ვაისი დღევანდელ პრესკონფერენციზე

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

“ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგება და პლეი ოფში გასვლაა. ასეთივე მიზანი აქვთ ჩვენ მეტოქეებს: ყაზახეთს, ლატვიას და ანდორას. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ მეორე დღეა ვვარჯიშობთ, ყაზახეთის ნაკრები კი ერთი კვირაა ემზადება, რადგან ტური გააუქმეს. მიუხედავად ამისა, ფურცელზე საქართველოს ნაკრები ფავორიტად მოჩანს.

ყველაზე უკეთ ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ, თუმცა ალბათ იგივე შეუძლია თქვას მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ჩემ საფეხბურთო ხედვაზე. სტანდარტები, საჰაერო ორთაბრძოლები და ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე - ეს ყაზახური ფეხბურთია, ჩვენი უპირატესობა კი ტექნიკაა. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ.

ჩემთვის პირველი მეკარე გიორგი ლორიაა - მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია

სამწუხაროდ, გიორგი მაკარიძემ ტრავმა მიიღო და დიდი ხნით გამოაკლდა ნაკრებს. გვყავს სამი მეკარე: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე და ახალგაზრდა ლაზარე კუპატაძე, რომელმაც ვარჯიშებზე უკვე გამოიჩინა თავი. ჩემთვის პირველი მეკარე გიორგი ლორიაა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია. ველაპარაკე გიორგის და მჯერა, რომ მისი კლასი აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. რაც შეეხება შემტევებს, ვაკვირდები საწვრთნელ პროცესს და გადაწყვეყილებას შემდეგ მივიღებ. სამწუხაროდ, ვაკო ყაზაიშვილის გარდა, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არავის აქვს.

ასტანაში ხელოვნურსაფარიან მინდორზე ვითამაშებთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ უყვართ ხელოვნურ საფარზე თამაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო შეჩვეულები არიან ასეთ მინდორს. ერთი ფაქტია: ხელოვნურ საფარზე თამაში სახიფათოა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ტრავმა მოიშუშეს.

მართალია, ლევან მჭედლიძეს და თორნიკე ოქრიაშვილს მძიმე ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ ისინი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და შეუძლიათ, რომ ეროვნულ ნაკრებს დაეხმარონ. ძირითადად, მაინც ისეთი ფეხბურთელების გამოძახება ვარჩიე, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ".

გიორგი ქვილითაია (საქართველოს ნაკრები):

"გენტს კარგად შევეწყვე და მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე. 3-თვიანი ტრავმის შემდეგ, ფსიქოლოგიური კუთხით ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ტრავმა მივიღე, პირველი ის ვიკითხე, ვასწრებდი თუ არა სანაკრებო მატჩებამდე გამოჯანმრთელებას. საბედნიეროდ, აქ ვარ და გუნდთან ერთად ვემზადები უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის. ჩვენ თაობას გაგვიმართლა, რომ ასეთი შანსი მოგვეცა, თუმცა ამავდროულად ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყაზახებიც ჩვენსავით ფიქრობენ და ეცდებიან, რომ ეს შანსი გამოიყენონ, თუმცა ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. უფრო სწორად, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ხელის შეშლა კი მეტოქემ სცადოს".

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები