Thumbnail
  • ლატვია 0:0 ანდორა
  • პაატელაინენის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა
  • ანდორამ ერთა ლიგა ქულით დაიწყო 

ერთა ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიამ ანდორას უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველო ერთპიროვნული ლიდერია.

მიკსუ პაატელაინენის ნაკრებმა ძალიან ცუდად ითამაშა, ლატვიელებმა ანდორას კარში ზუსტად მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, ანდორა კი მთელი თამაში კარგად იცავდა თავს და დამსახურებული ქულა მოიპოვა.

ლატვია 9 სექტემბერს თბილისში ითამაშებს

ლატვია და ანდორა ამ მატჩამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ხუთივე მატჩი ლატვიას ჰქონდა მოგებული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანდორამ ლატვიასთან არ წააგო და ერთა ლიგაზე ისტორიული ქულა მოიპოვა.

ლატვიის ნაკრები 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ითამაშებს, პაატელაინენის ნაკრებს ასეთი თამაშით საქართველოდან ქულის წაღება გაუჭირდება. ანდორა საკუთარ მოედანზე ყაზახეთს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები