Thumbnail
  • ყაზახეთი-საქართველოს საინტერესო ფაქტები
  • ბევრი რამ, რაც პირველად მოხდა

უეფას ახალი ტურნირი - ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ყაზახეთს 2:0 მოუგო. გთავაზობთ, მატჩისა და საქართველოს ნაკრების საინტერესო ფაქტებს...

► უეფას ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 

► გიორგი ჩაკვეტაძემ უეფას ერთა ლიგის პირველი გოლი 18 წლისა და 9 დღის ასაკში გაიტანა.

► ერთა ლიგის ისტორიაში ბურთი პირველმა თამაშში ვაკო ყაზაიშვილმა შეიყვანა.

► ერთა ლიგის პირველი ჯარიმა ჯაბა კანკავასთან უხეშობისთვის დაინიშნა.

► ერთა ლიგის პირველი ყვითელი ბარათი გიორგი ნავალოვსკიმ მიიღო.

► ერთა ლიგის პირველი გამარჯვება და სამი ქულა საქართველომ ჩაიწერა.

► ყაზახეთის ნაკრები პირველი გუნდია, ვისაც საქართველომ სტუმრად მეორე ოფიციალური მატჩი მოუგო.

► ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. 

► გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა და პირველი გოლი ჰქონდა (მანამდე 1 თამაში, 1 გოლი ამხანაგურში).

► საქართველოს ნაკრებმა 11-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო.

► საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩებში 1-წლიანი (1 წელი და 1 დღე) პაუზის შემდეგ გაიტანა. 

► ოფიციალური ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მეხუთედ მოიგო.

► საქართველოს ნაკრებმა 4-წლიანი პაუზის მერე პირველად მოიგო სტუმრად ოფიციალური მატჩი. 

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

კომენტარები

ბოლო ამბები