Thumbnail

ზელანდიელების წაუგებელი სერია დასრულდა, სამხრეთ აფრიკამ სტუმრად მოიგო

  • ზელანდიელების 11-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა
  • სამხრეთ აფრიკამ 4-წლიანი პაუზის შემდეგ All Blacks დაამარცხა

რაგბი ჩემპიონშიფის (4 ერი) მე-4 ტურში ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ამ მატჩამდე ზელანდიელებს ზედიზედ 11 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. სტუმრები ამ სერიის დასრულება მოახერხეს.

მასპინძლები 18 წუთში უკვე 12:0-ს იგებდნენ, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ პირველ ტაიმში სამი ლელოს გატანა და სამივეს გარდასახვა მოახერხა, რასაც ერთი ჯარიმაც მიუმატა და საბოლოოდ პირველი ნახევარი 24:17 მოიგო.

სამხრეთ აფრიკამ მეორე ნახევარიც ლელოთი გახსნა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ზელანდიელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, სტუმრები 7 ქულას იგებდნენ, როდესაც არდი სავეამ ლელო დადო და სხვაობა ორამდე შეამცირა. ზელანდიელებმა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 36:34 დასრულდა.

ზელანდიას 16 ქულა აქვს და 4 ერის ლიდერია. სამხრეთ აფრიკა მეორე ადგილზეა 10 ქულით.

ზელანდიელთა 11-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. სამხრეთ აფრიკამ 4 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზელანდიის დამარცხება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები