- დავით ქირიამ მეოთხედფინალში მარაკოელ მებრძოლს მოიგო
- იქამდე, ქართველმა რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიკბოქსში წარმატებით ასპარეზობს ქართველი მებრძოლი დავით ქირია. ზუგდიდელი სპორტსმენი მეოთხედფინალში მაროკოელ ნორდინ ბენ მოჰის დაუპირისპირდა და ბრწყინვალე სტილში დაამარცხა მეტოქე.
დავით ქირიამ საინტერესო ორთაბრძოლა ნოკაუტით დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ მარაკოელის დამარცხებამდე, ქართველმა მებრძოლმა რუს ანატოლი მოისეევს მოუგო. დავითმა ეს გამარჯვება 2008 წელს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვნა. ქართველი კიკბოქსიორი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
კომენტარები