Thumbnail

ბრეგვაძე სანვულვზში რჩება - იაპონური გუნდი მორაგბეებს იმატებს

  • ჯაბა ბრეგვაძემ სანვულვზთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • იაპონურმა გუნდმა ახალი მორაგბეები დაიმატა

იაპონური სანვულვზი ახალ მორაგბეებს იმატებს და საჭირო მოთამაშეების შენარჩუნებას ცდილობს. ჯაბა ბრეგვაძე იაპონელთა რიგებში კიდევ ერთი წელს ითამაშებს, ქართველი მორაგბის გარდა, კონტრაქტი გაუხანგრძლივეს ახალ ზელანდიელ ჰეიდენ პარკერს.

გუნდმა ორი ტრანსფერიც განახორციელა: ახალ ზელანდიელი რენე რეინჯერი და შოტლანდიელი ფილ ბურლი დაიმატა.

სანვულვზმა სუპერ რაგბის წინა სეზონში ბოლო, მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ ერთი ლელოს დადება მოახერხა. სუპერ რაგბის 2019 წლის სეზონი 15 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები