Thumbnail
  • 1994 წლის მუნდიალი - ბულგარეთი 2:1 გერმანია

1994 წელს ბულგარეთის ნაკრები ამერიკის მუნდიალზე გაემგზავრა. ბულგარელებმა ჯგუფური ეტაპი ნიგერიასთან და საუკეთესო მესამე ადგილოსან - არგენტინასთან ერთად დაძლიეს. მერვედფინალში დიმიტარ პენევის გუნდი მექსიკას შეხვდა და მეტოქე პენალტებში 3:1 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე საბჭოთა კავშირის "მეთექვსმეტე რესპუბლიკა" მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს - გერმანიას დაუპირისპირდა და ეს გოლიც სწორედ ამ მატჩში გავიდა. 

ბულგარელებმა ბერტი ფოგტსის ნაკრები იორდან ლეჩკოვის თავურის და ჰრისტო სტოიჩკოვის საჯარიმო დარტყმით 2:1 დაამარცხეს. იმ დროს, ბულგარეთის ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობდნენ - იორდან ლეჩკოვი (ჰამბურგი), ემილ კოსტადინოვი (პორტო), ჰრისტო სტოიჩკოვი (ბარსელონა) და ა.შ. 

1994: ბულგარეთის ნაკრები გერმანიასთან მატჩის წინ
სტოიჩკოვი, კოსტადინოვი, ლეჩკოვი, კირიაკოვი, ბალაკოვი, სირაკოვი, ცვეტანოვი, იანკოვი, ჰუბჩევი, ივანოვი, მიხაილოვი

ნახევარფინალში ბულგარელები იტალიასთან დამარცხდნენ. პირველ ტაიმში რობერტო ბაჯოს დუბლს ბულგარელებმა სტოიჩკოვის პენალტით უპასუხეს და მატჩი იტალიელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ბულგარეთმა ბოლოს დიდ ტურნირზე 2004 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც 3 წაგებით ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა.

კომენტარები

ბოლო ამბები