Thumbnail

ვინსენ კომპანი პრემიერლიგის კლუბებს ბილეთის ფასის დაწევისკენ მოუწოდებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ვინსენ კომპანი პრემიერლიგის კლუბებს ბილეთის ფასის დაწევისკენ მოუწოდებს, ამის მიზეზად სიტის კაპიტანი სტადიონზე 'ნამდვილი ფანების' კლებადობას ასახელებს.

31 წლის კომპანიმ წელს მანჩესტერის ბიზნეს სკოლა დაამთავრა და საკურსო ნამუშევარი სწორედ პრემიერლიგას და მის კომერციულ მხარეს მიუძღვნა.

"პრემიერლიგის შემოსავალი ისედაც ორჯერ და სამჯერ აღემატება სხვა ჩემპიონატებს. რა საჭიროა დამატებითი თანხების ძიება სტადიონის ბილეთებში. ეს საბოლოოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს" თქვა კომპანიმ BBC-ისთან საუბრისას

ვინსენ კომპანი: "სახლის თამაშის უპრატესობას შენ გაძლევს არა სტადიონი და გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ის ხალხი ვინც ამ სტადიონზე უმრავლესობაშია, ანუ შენი ფანები. ბილეთის ფასი თითქმის ყოველწელს იზრდება და ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად თამაშზე მოსვლის სურვილს უკარგავს, რაც შემდეგ ატმოსფეროზეც მოქმედებს.

პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგა მხოლოდ კარგი ფეხბურთელების და კარგი სატელევიზიო გაშუქების გამო არ არის, აქ ყველაზე შთამბეჭდავი სტადიონებზე არსებული გარემოა, რასაც ზუსტად ის ხალხი ქმნის, ვისზეც მე ვსაუბრობ.

თუ პრემიერლიგა პროგრესს განაგრძობს და გახდება უფრო მეტად პოპულარული ჩნეთში, ინდოეთში, აფრიკაში, ამერიკაში და ა.შ. მოედნები კონკრეტულ მატჩზე ჩამოსული ტურისტებით გაივსება, მაშინ შეგვიძლია ბილეთი 400$ გავყიდოთ და სტადიონები მაინც შეივსება. მაგრამ იქნება იგივე ატმოსფერო? სადაც თამაშის ხარისხს და სისწრაფეებს თითქმის გულშემატკივრები განსაზღვრავენ - ეჭვი მეპარება."

კომენტარები

ბოლო ამბები