- ტრილოგიის დასაწყისი
- ევანდერ ჰოლიფილდი V რიდიკ ბოუ (1992)
ბასტერ დუგლასმა ტოკიოში დაუმარცხებელ მაიკ ტაისონს მოუგო და მსოფლიოს კრივის სამი მთავარი ქამარი მოიპოვა. ტიტულები დუგლასმა ტაისონის შემდეგ პირველივე ბრძოლაში, ევანდერ ჰოლიფილდთან დაკარგა.
ჰოლიფილდმა ბასტერის დამარცხების შემდეგ გამოცდილ ჯორჯ ფორმანთან, ლარი ჰოლმსთან და ბერტ კუპერთან გაიმარჯვა, თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ ეს გამარჯვებების სერია, ტაისონის გარეშე არაფერს ნიშნავდა. ჰოლიფილდი - ტაისონის დაგეგმილი ჩხუბი, 1991 წელს მაიკ ტაისონის გასამართლების გამო ვერ შედგა.
"ჯორჯიელ პიტბულს" ახალი მოწინააღმდეგე, ახალაგაზრდა, დაუმარცხებელი და ტაისონივით ბრუკლინელი - რიდიკ ბოუ შეურჩიეს. ბოუ მოყვარულებში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახლდათ, ხოლო პროფესიულ რინგზე ჰოლიფილდამდე 31 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. თუმცა სპეციალისტები გამოუცდელი აუტსაიდერის შანსებს, სკეპტიკურად უყურებდნენ.

ყველა ამბობდა, რომ რიდიკ ბოუ თავისი წყნარი და ზედმეტად კეთილი ხასიათიდან გამომდინარე, ტიტულისთვის ვერ იბრძოლებდა. ბრუკლინელმა საპირისპირო დაამტკიცა, მძიმე 8 თვიანი საწვრთნელი პროცესი გაიარა და ნევადაში გამოცდილ ჰოლიფილდს 12 რუნდის შემდეგ სუფთად მოუგო.
ჰოლიფილდმა და ბოუმ შემდეგ კიდევ ორჯერ იჩხუბეს. რევანშის დროს, ერთი უცნაური ფაქტი მოხდა, უცნობი პირი პარაშუტით პირდაპირ რინგზე დაეშვა, პარალელურად რიდიკ ბოუს ორსული ცოლი პირდაპირ რინგიდან სამშობიაროში გააქანეს, თუმცა ბრძოლა 20 წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა და ჰოლიფილდმა მსაჯების გადაწყვეტილებით რევანში აიღო.
ტრილოგიის მესამე და გადამწყვეტ ჩხუბში, ჰოლიფილდი ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად რინგზე მაინც გავიდა, ბრძოლა გულის მსუბუქი არითმიით ჩაატარა და საბოლოოდ ტიტულისთვის ბრძოლა ბოუმ მერვე რაუნდში ჰოლიფილდის ნოკაუტით დაასრულა.
კომენტარები