Thumbnail

ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრების დასანანი მარცხი დანიასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
  • საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა

5 იანვარი ქართული ფრენბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა. თბილისში, კერძოდ კი ვაჟა კაჭარავას სახელობის დარბაზში ორი საერთაშორისო მატჩი იყო დაგეგმილი, რომელთაგან ერთი უკვე გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალ ფრებურთელთა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:3 დამარცხდა.

პირველი სეტი დანიელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათ სასარგებლოდ დასრულდა, 25:11. მეორე სეტში საქართველოს ნაკრებმა მკვეთრად გამოასწორა თამაში და 25:21 სძლია მეტოქეს. მესამე სეტში ქართველმა ფრებურთელებმა ტემპი არ დააგდეს, 25:20 მოიგეს და დაწინაურდნენ, 2:1. სამწუხაროდ, ბოლო ორი სეტი დანიელებმა მოიგეს: ჯერ 25:19, ხოლო გადამწყვეტ სეტში 15:11. შედეგად. დანიელებმა 3:2 მოიგეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში ასპარეზობს, სადაც დანიის გარდა საფრანგეთს და პორტუგალიას უწევს კონკურენციას. საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში 4 ქულა აქვს აღებული და მესამე ადგილზეა. ბოლო ადგილზე 2 ქულით დანიაა, საფრანგეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი პორტუგალიაა 9 ქულით. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის.

დღესვე, საქართველოს ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ნორვეგიას მასპინძლობს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო.

ფოტო: საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები