- საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებმა ნორვეგიასთან 0:3 წააგო
- 5 ტურის შემდეგ, 0 ქულა და ბოლო ადგილი ჯგუფში
დღეს, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში ორი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გამართეს. ქალთა ნაკრებმა დანიასთან 5-სეტიანი ბრძოლა გამართა და 2:3 დამარცხდა, ვაჟთა ნაკრები კი ნორვეგიასთან უშანსოდ დამარცხდა, 0:3.
ნორვეგიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ დიდ უპირატესობას. პირველი სეტი სკანდინავიელებმა 25:10 მოიგეს, მეორე სეტი 25:18 და მესამე სეტშიც ანალოგიური ანგარიშით, 25:18 სძლიეს მეტოქეს. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია, რაც მოსალოდნელი იყო.
საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ასპარეზობს და 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ლიდერი ბელარუსია 11 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს ნორვეგია და ესპანეთი იყოფენ 8-8 ქულით. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის, საქართველოს ნაკრებს კი ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს.
ფოტო: საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის FB გვერდიდან
კომენტარები