Thumbnail

ზამთრის თასი | ლეგენდების ტურნირი თურქეთმა მოიგო, კახა კალაძე კი ბომბარდირია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალში თურქეთმა ესპანეთი 2:1 დაამარცხა
  • თურქეთი ლეგენდების რიგით მესამე ტურნირის გამარჯვებულია

2019 წლის ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჯგუფურ ეტაპზე ფავორიტები საქართველოს და უკრაინის ნაკრებები ჩანდნენ, მაგრამ მოულოდნელად ამ გუნდებმა ნახევარფინალურ მატჩებში მარცხი იწვნიეს და შესაბამისად, ფინალში ესპანეთი-თურქეთის დაპირისპირება შედგა.

ფინალური მატჩი ნელ ტემპში წარიმართა, რადგან გუნდებს დაღლა დაეტყოთ. პირველ ტაიმში თურქებმა ერთი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, მეორეში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ მეჰმედ ილმაზმა გაზარდა თურქების უპირატესობა, შემდეგ კი ვისენტე ენგონგამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 2:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ.

თურქეთი 2:1 ესპანეთი

2019 წლის ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირი თურქეთის ნაკრებმა მოიგო. მეორე ადგილი ესპანეთმა დაიკავა, მესამე ადგილს დასჯერდა საქართველო, ხოლო მეოთხე ადგილი უკრაინელებმა დაიკავეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰასან ქაბზე (თურქეთი)

რაც შეეხება ინდივიდუალურ პრიზებს:

ტურნირის ბომბარდირი კახა კალაძე გახდა - 9 გატანილი გოლით

საუკეთესო მეკარე - გიორგი ლომაია (საქართველოს ნაკრები)

საუკეთესო ფეხბურთელი ჰასან ქაბზე გახდა, რომელიც თურქეთის ნაკრების ლიდერი იყო.

მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა ივიცა ოლიჩმა, რომელიც ფიფას გუნდში თამაშობდა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი მიიღო ჟან-ფრანსუა დომერგმა უეფას გუნდიდან.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები