Thumbnail

სუპერ რაგბის სუპერგმირები - თორი, სპაიდერმენი, კაპიტანი ამერიკა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სუპერ რაგბიში სუპერგმირები გამოჩნდებიან
  • მარველის შეთანხმება სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან

სუპერ რაგბის სამხრეთაფრიკულმა გუნდებმა მარველთან კონტრაქტი გააფორმეს და 2019 წლის სეზონში სპეციალურად დამზადებული ფორმებით ითამაშებენ. ლაიონსის ფორმა სპაიდერმენის ფორმის დიზაინით შეიქმნა, შარქსს შავი პანტერას დიზაინი ერგო, შტორმერსს თორის, ხოლო ბულსის ფორმა კაპიტან ამერიკას პერსონაჟის გათვალისწინებით შექმნეს.

გუნდები ფორმებს პირველად თებერვალში, ამხანაგური მატჩების დროს მოირგებენ. სამხრეთაფრიკული გუნდები ერთმანეთს სწორედ ამ ფორმებით შეხვდებიან. რაც შეეხება სხვა კლუბებთან გასამართ მატჩებს, იმ შეხვედრებში გუნდები ჩვეულებრივი დიზაინის ფორმით ითამაშებენ.

ადამიანი ობობა - ლაიონსი

შარქსი - შავი პანტერა

კაპიტანი ამერიკა - ბულსი

შტორმერსი - თორი

კომენტარები

ბოლო ამბები