- ტრაგიკული ბრძოლა ლოს ანჯელესში
- ლეგენდარული ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის...
გუშინ ცნობილი ბრიტანელი სპორტული მიმომხილველი - ჰიუ მაკილვენი გარდაიცვალა. შოტლანდიელი ჟურნალისტის რეპორტაჟები (1966 ინგლისი - გერმანია, 1974 ალი - ფრეიზერი, 1967 სელტიკი - ინტერი) მსოფლიო სპორტული ჟურნალისტიკის კლასიკად ითვლება, ერთ-ერთი ასეთი კი 1980 წლის ოუენსი - პინტორის ტიტულისთვის ჩხუბია...
1980 წელს, მსუბუქ წონაში ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების და ევროპის ჩემპიონი - უელსელი ჯონი ოუენსი ლოს ანჯელსს ეწვია, სადაც WBC ქამრისთვის ბრძოლაში, მექსიკის და მსოფლიოს N1 მსუბუქ წონოსანს - ლუპე პინტორს დაუპირისპირდა.

ოუენსს პინტორთან ბრძოლამდე არათუ წაგება, არამდე კარიერაში არცერთი ნოკდაუნი არ ჰქონდა განცდილი. თუმცა კარლოს სარატეს მემკვიდრესთან ჩხუბი, ბრიტანელისთვის ურთულესი და ამავდროულად საბედისწერო აღმოჩნდა.
ბრძოლის პირველი რაუნდები ოუენსმა სუფთად მოიგო, ამბობენ, რომ მერვე რაუნდისთვის უელსელი მატჩს დიდი უპირატესობით იგებდა, თუმცა მერვედან პინტორი გააქტიურდა და ოუენსის მოულოდნელმა ნოკდაუნმა ბრძოლის ბედი საბოლოოდ შეცვალა.

მერვე რაუნდში, პირველი ნოკდაუნის შემდეგ, უელსელი მეთორმეტეში კიდევ ერთხელ დაეცვა - ბევრის აზრით მსაჯს აქ მატჩი უნდა შეეჩერებინა თუმცა ბრძოლა გაგრძელდა. ნოკდაუნიდან რამდენიმე წამში, პინტორის საშინელ მარჯვენას ოუენსმა ვეღარ გაუძლო, რინგზე მესამედ და ამჯერად საბოლოოდ დაეცა.
დაცემიდან დაახლოვებით 5 წუთი ოუენსს ადგილობრივი ექიმები რინგზე უვლიდნენ, კომაში მყოფი მოკრივე შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ჯონი ოუენსის ოჯახმა გარდაცვალებიდან მალევე, ლუპე პინტორს ემოციური წერილი გაუგზავნა, სადაც მას თხოვდნენ, რომ კარიერა გაეგრძელებინა და ჯონის ხათირთ მიეღწია უფრო მეტისთვის, ვიდრე მანამდე...
უელსის მუშათა კლასის გმირს, ძეგლი საკუთარ ქალაქში - მერტირ ტიდფილში დაუდგეს. მონუმენტს ხშირად სტუმრობენ მსოფლიო კრივის ვარსკვლავები - მაიკ ტაისონი, ლენოქს ლუისი და ა.შ. მათ შორის ლუპე პინტორიც, რომელიც ყოფილი მოწინააღმდეგის მონუმენტს ყვავილებით ხშირად ამკობს.
კომენტარები